
,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ობუჯისა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს მმართველი პარტია. ამჯერად ,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ობუჯისა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოსახლეობის პრობლემებს.
ირაკლი ზარქუამ ყურადღება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საუბარი ასევე შეეხო ობუჯისა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა მიმართულებით ,,ქართული ოცნების” გეგმებსაც.
მოამზადა ირაკლი გუნიამ




