
,,ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამა, რაც საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობას და ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს
მხოლოდ ღირსებით, მშვიდობით, კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს ,,ქართული ოცნების” მთავარი სათქმელია. დღევანდელ სტატიაში ,,Geo News,, წარმოგიდგენთ მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამას, რომელიც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ წარადგინა…
-,,ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაცია რჩება ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად. 2030 წელს კი, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში წევრობისთვის.
-1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს ახლად აშენებულ კორპუსში. განახლდება პოლიციის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფრასტრუქტურა და ტექნიკურ მატერიალური ბაზა.
–,,ქართული ოცნების” მთავარ პრიორიტეტად რჩება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება. ჩაიდება ინვესტიცია ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში. მომდევნო წლებში 1000-ზე მეტი სამხედრო დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ბინით.
-სახელმწიფო ბიუჯეტიდან 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. დამატებით გამოიყოფა 30 მილიონი ლარი, რომელიც ხელოვნებასა და ხელოვანთა მხარდაჭერას მოხმარდება.
-2 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა რეგიონების განვითარებისთვის. დაიწყება სპეციალური პროგრამა გამყოფ ხაზის პირას მდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რისთვისაც ყოველ წლიურად გამოიყოფა 20 მილიონი ლარი.
-2028 წლისათვის ტურიზმის საპროგნოზო მაჩვენებელი 6,4 მილიარდი დოლარია.
-2012 წელის განმავლობაში საქართველოში აშენდა 63 ჰიდროელექტრო სადგური. 2 თბოელექტრო სადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური. 2028 წლისთვის გამომუშავება გადააჭარბებს 8 000 მეგავატს, ხოლო 2020 წლისთვის საქართველო უკვე ენერგო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.
-მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მთლიანად გაიხსნება ოთხ ზოლიანი ავტომაგისტრალი, ბოლომდე იქნება მიყვანილი თბილისი-რუსთავის ოთხ ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, სტეფანწმინდამდე მგზავრობას 1,5 საათი დასჭირდება, ხოლო თელავამდე 1,2 საათი.
-ანაკლიის პორტი 2029 წლისთვის პირველ გემს მიიღებს. 600 000-ი კონტეინერი წელიწადში იქნება პორტის გამტარუნარიანობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში.
-,,ქართულ ოცნებას,, აქვს ამბიციური ამოცანა, რომ 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი 50 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
-2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს ეკონომიკა 90 მილიარდი ლარი იქნება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის განვითარებაზე.
ირაკლი გუნია





