• September

    2

    2024
  • 71
  • 0
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1 000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, 5 000 კი – ეტაპობრივად

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ 1 000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, 5 000 კი – ეტაპობრივად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 6 000 პატიმარს შეეხება.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია.

„ხვალ და მომდევნო დღებში ჩვენ ვიმსჯელებთ ამნისტიის კანონზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, სხვადასხვა დროს და ფორმით შეეხება 6 000-მდე პატიმარს. აქედან 1 000-ზე მეტი ამნისტიის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000 პატიმარი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ამნისტია. მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, ჩვენ კარგ საქმეს ვაკეთებთ და ადამიანებს მიეცემათ რესოციალიზაციის საშუალება, რაც სასჯელის დანიშვნის დროსვე არის ხოლმე გათვალისწინებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor