• October

    30

    2025
  • 230
  • 0
„ქარსელაძის საქმე“ – სისტემური გადახედვის დასაწყისი ინფრასტრუქტურის ბლოკში ?

„ქარსელაძის საქმე“ – სისტემური გადახედვის დასაწყისი ინფრასტრუქტურის ბლოკში ?

სპეციალური რეპორტაჟი – პარლამენტში უკვე გაიმართა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა….

მოსალოდნელია თუ არა ირაკლი ქარსელაძის დაკავება ? 

გუშინ, პარლამენტში უკვე ჩატარდა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის, ბატონი რევაზ სოხაძის, ინტერპელაციის წესით მოსმენა, რომელიც განსაკუთრებული ინტერესით მიმდინარეობდა, როგორც დეპუტატთა, ისე მედიის მხრიდან.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ქსელის შექმნა. ამისთვის მომდევნო წლებშიც განხორციელდება არაერთი სტრატეგიული პროექტი,“ – აღნიშნა მინისტრმა.

სოხაძის თქმით, იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ოთხ ლოტადაა დაყოფილი. სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყება 2025 წელს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ლოტებზე – 2026 წელს. სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2026–2027 წლებში.

მინისტრის განცხადებით, ბათუმი-სარფის 11.3 კმ-იანი ორ ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2026 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი საზედამხედველო კომპანიის შერჩევაზე, ხოლო სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება 2025 წლის ნოემბერში. ასევე, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის 31 კმ-იანი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება.

როგორც სოხაძემ აღნიშნა, იგეგმება სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადება.

2027 წლიდან დაიწყება ბადიაური – ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს შესაბამისი გეგმების განახლება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი-თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი-ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება.

ჩრდილოეთის მიმართულებით, ნატახტარი-ჟინვალის 26.8 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ასევე არშა-სტეფანწმინდისა და ფასანაურის შემოვლითი გზების მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება.

მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს თბილისის გასასვლელის დეტალური პროექტირება. დაგეგმილია მაგისტრალის გორამდე 6-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება და თბილისის სამხრეთ შემოსავლელის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.

„ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს, ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გარდა ამისა, სხდომა მიეძღვნა სამინისტროს საქმიანობასა და ბოლოდროინდელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაფიქსირებულ შესაძლო ფინანსურ დარღვევებს.

როგორც პარლამენტის წყაროები აცხადებენ, მოსმენის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა მოლოდინი, რომ უახლოეს საათებში ან დღეებში სამართალდამცავი სტრუქტურები გადავლენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის არ არის გამორიცხული ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის დაკავება.

ცნობილია, რომ ქარსელაძის მინისტრობის პერიოდში, სხვადასხვა აუდიტორული და შიდა სამსახურებრივი მონაცემების მიხედვით, დაფიქსირდა არაერთი კორუფციული რისკის შემცველი ოპერაცია, მათ შორის სახელმწიფო ტენდერების შესაძლო არამართლზომიერი განაწილება და გარკვეული კომპანიების მიმართ უპირატესი პირობების შექმნა.

პოლიტიკურ წრეებში უკვე მიმდინარეობს ფართო დისკუსია, რომ „ქარსელაძის საქმე“ შეიძლება გახდეს სისტემური გადახედვის დასაწყისი ინფრასტრუქტურის ბლოკში.

არაერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მომდევნო ეტაპზე შესაძლოა, შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პირადი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში, მით უფრო, რომ მის პერიოდში სამინისტრო ზედამხედველობდა ინფრასტრუქტურული პროექტების უსაფრთხოებისა და კონტროლის მექანიზმებს, თუმცა ჩვენი ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, ეს გამორიცხულია. 

ერთი სიტყვით, პარლამენტში გამართული ინტერპელაციის შემდეგ, პოლიტიკურმა ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა.

ოპოზიცია მოითხოვს, არა მხოლოდ ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენებას, არამედ მთლიანად სისტემური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გადახედვას.

როგორც „GEO NEWS“-ის წყარო აცხადებს, დღევანდელი პროცესის შემდეგ, შესაძლოა, დაიწყოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯების სერია, რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ეპიზოდად იქცევა.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor