• March

    21

    2025
  • 71
  • 0
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს.

ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. – ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დაადგინა, რომ ვ.ა. და ი.გ., ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ხოლო ს.შ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 261 – ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითა და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor