
ქვეყანაში ქაოსის მსურველებს ,,კოვზი წყალში ჩაუვარდებათ” – ქუჩებში ყურყუტი და მოთქმა-გოდება წინაა
არა ომს, მშვიდობას და საზოგადოების არა მორალურ დეგრადაციას – ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ მხარი 26 ოქტომბერს დაუჭირა.
ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ სწორედ ,,ქართული ოცნება” არის ამ პრინციპების ერთგული, ხოლო ე.წ. პრეზიდენტი, ენჯეოები, რადიკალური ოპოზიცია და დასავლეთი არა, მეტიც, ამას ვერ ეგუება და დემოკრატიულ არჩევნებს, არალეგიტიმურად მიიჩნევენ – შედეგების გაუქმებას ითხოვენ. და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი გეგმა ჩავარდა და ვერ მიაღწიეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
ჰოდა, ამ წყალწაღებულებმა აქციები მაინც ( ჩვეულად ) დაანონსეს, მაგრამ არც ამჯერად გაუმართლათ, რადგან საზოგადოებაში, არც საპროტესტო მუხტია და მეტიც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ დადგმულ ,,სიცრუის თეატრში” მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ერთხმად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალა აირჩიეს. შესაბამისად, იმ რადიკალებს, რომლებივ 11-ე მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ, ისღა რჩებათ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვან.
კოლექტიური ,,ნაცმოძრაობა”, არც საერთაშორისო სადამკვირებლო მისიების წარმომადგენლების განცხადებებს არ ემხრობა, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კარგად იყო ორგანიზებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ,,ნაცხროვას”, რა თქმა უნდა, ამის აღიარებას, ქუჩაში ბღავილი ურჩევნია.
ირაკლი გუნია





