
ქვეყნის მტრების მიერ საქართველოში დაგეგმილი არეულობის კიდევ ერთი სცენარი, როგორც კახელები იტყვიან, ჩაილურის წალს გაჰყვება!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მის შედეგებზე გახლდათ ორიენტირებული, არა მხოლოდ ქართული ე.წ. პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ დაინტერესებული გარე ძალები ევროპასა და ამერიკაში.
ჩვენ ხშირად ვამბობთ – ე.წ. ოპოზიცია. ე.წ, იმიტომ რომ, ესენი არავითარი ოპოზიციონერები არ არიან. მათ არ გააჩნიათ სტრატეგია და იდეოლოგია, მეტიც, საერთოდ არ აქვთ პოლიტიკური იდეოლოგია, ისინი იბრძვიან და მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი მერკანტილური ინტერესების შესაბამისად, იგივე ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც გამოკვეთილი პრინციპები და მისწრაფებები ამოძრავებს, მაგრამ ეს სხვა თემაა.
არჩევნების შედეგები ლოგიკური იყო, თუმცა, როგორც ეტყობა, ვერც დასავლელი ანალიტიკოსები გამოირჩენიან მაინცადამაინც დიდი გამჭრიახობით, ანდა გვარამია-ხაზარაძე-გახარია და ძმანი მათნი არწმუნებდნენ მათ ოპოზიციის გამრაჯვების შესაძლებლობაში, რაც აბსოლუტური აბსურდი იყო თავიდანვე. ისინი ვერაფაერს ახალს და საინტერესოს ვერ სთავაზობდნენ ამომრჩეველს და არც შეილებოდა შეეთავაზებინათ, რადგან თავად არიან გაკოტრებული პოლიტიკურად და პიროვნულადაც…
იმ ფონზე, როცა უკრაინის ფრონტზე დანარჩენი მსოფლიო რუსეთთან საშინელ ფიასკოს განიცდის, საქართველოს მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი, ევროპელებს ეგონათ, რომ მათთვის შვება იქნებოდა, მაგრამ საქართველომ აქ ომიც, რომ გააჩაღოს და ქვა ქვაზე არ დარჩეს, ევროპა-ამერიკას რუსეთთან დაპირისპირებაში, ეს ვერანაირად ვერ უშველის.
უკრაინაში ომი წაგებულია. დამარცხდა უკრაინა და მასთან ერთად დანარჩენი მსოფლიო, ისინი, რომლებიც ზოგიერთ ტვინგაყინულ ქართველთან ერთად სულმოუთქმელად ელოდნენ რუსეთის დამხობას. ეს ომიც წაგებისთვის იყო განწირული, რადგან თავად ევროპა ღრმად არის ჩაძირული მენტალურ კრიზისში.
აბა, სხვა რა უნდა თქვა, როცა ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან უმაღლესი თანამდებობის პირები ,,ლგბტქ+” მისალმებით იწყებენ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, ქედს უხრიან ლესბი-ტრანს და სხვა გაურკვეველი სქესობრივი ორიენტაციის გეისაზოგადოებას?
ორიენტაცია არეულია ეს ხალხი და ჩვენ ან რა უნდა გვიშველონ, ან რა უნდა გვასწავლონ ?
ხვალიდან დიდი საპროტესტო აქციები იწყებაო, აანონსებენ არჩევნებში წაგებული ჯგუფები. მათი ძირითადი მოთხოვნები ვითომ გაყალბებული არჩევნების და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების მთელ ტრაგიზმს ეხება.
ჯერ ერთი, არავინ გვიღებს ევროკავშირში, რომც მიგვიღონ, ჩვენგან ჩვენზე მეტ სარგებელს ელოდებიან, ვიდრე ჩვენ უნდა ველოდეთ და კიდევ, ამ სქესარეულ, აზროვნებაშერყეულ ევროპაში რა გვინდა, ვინმეს რომ ჰკითხო, პასუხი კაციშვილმა არ იცის.
სამაგიეროდ, მე ვიცი: _ ხვალ რუსთაველზე გაშლილი, როგორც ამბობენ, ათეულობით კარავიდან, დაახლოებით, ერთ კვირაში ერთიც აღარ დარჩება და ჩვენი ქვეყნის მტრების მიერ საქართველოში დაგეგმილი არეულობის კიდევ ერთი სცენარი, როგორც კახელები იტყვიან, ჩაილურის წყალს გაჰყვება.
ირანდა კალანდაძე




