• September

    16

    2023
  • 102
  • 0
ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა

ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა

ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ჭადრაკის მსოფლიო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, შეიცვალა: სახურავი, კარ-ფანჯრები, განათების და წყალგაყვანილობის სისტემა. სამეცადინო და სატურნირო ოთახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. მოწესრიგდა სკოლის ეზო, სადაც ღია საჭადრაკო დაფა გაკეთდა. თემატურად მოიხატა შენობის ფასადის კედელი. საჭადრაკო სკოლის რეაბილიტაციისთვის 544 133 ლარი დაიხარჯა. პროექტი რგპფ-მ დააფინანსა. ამ ეტაპზე სკოლაში 327 ნორჩი მოჭადრაკე ჭადრაკს ეუფლება.

„ქუთაისის საჭადრაკო სკოლის აღზრდილები მუდმივად საპრიზო ადგილებს სხვადასხვა დონის საერთაშორისო ტურნირებზე იკავებენ, მათ შორის ჭადრაკის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე. მჯერა აქ ისევ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები გაიზრდებიან“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor