• November

    29

    2024
  • 84
  • 0
ქუჩაში გამოვარდნილი ოპოზიცია ამ დრომდე ქართული ,,მაიდნის” მოწყობას ცდილობს

ქუჩაში გამოვარდნილი ოპოზიცია ამ დრომდე ქართული ,,მაიდნის” მოწყობას ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მოზომილი და ღია განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან მხოლოდ 2028 წელს გახსნის, რადგანაც ამ დროისათვის საქართველო იქნება მზად ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე საშუალება არ მიეცემათ საქართველოს მტრებს, რომ საქართველოს ინტეგრაცია საქართველოსათვის წამგებიანი პირობებით მოხდეს.

ასეთი განცხადების შედეგად, დესტრუქციულმა ოპოზიციამ, იგრძნო რა მომენტი, მოაბილიზა საკუთარი ძალები და ახალი მაიდანის წამოწყებას ცდილობს.

წინა ხაზზეა ,,მადამ” პრეზიდენტიც, რომელიც მართალია, პრეზიდენტის პოსტზე უკანასკნელ დღეებს ითვლის, თუმცა კოლექტიური დასავლეთის ყველაზე დაუნდობელ ბრძანებებს მაინც ასრულებს.

,,ნაცხროვა” საქართველოს პარლამენტის წინ დაუოკებელი გახდა და ცდილობს, რომ სახელმწიფო დაამხოს, იძალადოს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის თავისუფალ ნებაზე, რაც ააშკარავებს ამ ,,საბოტაჟნიკების” მიზანს – დაამხონ ხელისუფლება და მოახდინონ რუსეთის პროვოცირება სამხედრო აგრესიაზე.

საოცარია, რა დონის გაბუნდოვნებული მასა შეიძლება მივიღოთ, თუ ბევრ ადამიანს ერთად შევყრით რუსთაველზე და საერთო ძახილით გონებას დავუბინდავთ. არადა, მათი უმეტესობა ახლა შესაძლოა, იმასაც ფიქრობდეს, სამშობლოს სამსახურში ვარო. თუმცა, ზუსტად იქ ყოფნით სამშობლოს მომავალს უზარმაზარი რისკის ქვეშ აქცევს და პრაქტიკულად მომავალსაც უკლავს.

უმეტესობა, ვინც წინა ხაზზეა, ნაცმოძრაობის აქტივისტია, ან მათთან აფილირებული ჭრელი ხროვა, რომელიც კვერცხებს პოლიციელების მიმართ ისვრის, აგინებს სამართალდამცავებს და პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობს, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს უკეთეს ინტერესთან, რომლის მხარდაჭერა ნებისმიერი პატრიოტი ქართველის პირდაპირი ვალია.

რასაც პირდაპირ ეთერში ვუყურებთ სრული სიგიჟეა. არა ერთი პირი იქნა დაშავებული, თუმცა, ოპოზიციის ადგილზე მისული ისეთი ,,ვაი” ლიდერები კი, როგორიც გიორგი ვაშაძე და ძმანი მისნი არიან, სპეცრაზმელების რაოდენობას ითვლიან და მათთან დაპირისპირებაზე უბიძგებენ ადამიანებს. აშკარაა, რომ ერთი მიზანი ამოძრავებთ და კარგი არაფერი სურთ.

ასე რომ, ელისაშვილის იქ ნათქვამი სიტყვები ზუსტად ესადაგება ამ მეამბოხეთა ბედს, რომელთაც ,,გაედებათ ბაირამ დუდუკში”, თუ საქართველოს ღალატს განაგრძობენ.

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor