• October

    7

    2023
  • 104
  • 0
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

ამასთან, მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და გააფრთხილეს, რომ ჰამასი „ძალიან მძიმე საფასურს“ გადაიხდის.

„დილით „ჰამასმა“ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა გალანტმა.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor