• August

    5

    2024
  • 82
  • 0
ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის არმიის მიერ სკოლების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა 80 პროცენტი ბავშვია

ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელის არმიის მიერ სკოლების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა 80 პროცენტი ბავშვია

ისრაელის არმიის მიერ ქალაქ ღაზის სკოლების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა 80 პროცენტი ბავშვია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ დაბომბა ჰასან სალამას და ნასრის სკოლები. საერთო ჯამში, დაღუპულია 30 იძულებით გადაადგილებული ადამიანი, რომლებიც სკოლის შენობებს აფარებდნენ თავს.

„ალ-ჯაზირა“ წერს, რომ დაბომბვის შემდეგ ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი.

ისრაელის სამხედროებმა გასცეს ახალი ევაკუაციის ბრძანება ქალაქ ხან იუნისის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებიდან.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, სულ მცირე, 39 583 ადამიანი დაიღუპა და 91 398 დაშავდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor