• February

    28

    2025
  • 138
  • 0
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისრაელი და „ჰამასი“ კაიროში მოლაპარაკებებს მართავენ

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისრაელი და „ჰამასი“ კაიროში მოლაპარაკებებს მართავენ

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისრაელი და „ჰამასი“ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მოლაპარაკებებს მართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების პირველი ეტაპის ვადა პირველ მარტს იწურება.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში იმყოფება, რათა გაარკვიოს, არის თუ არა საკმარისი საერთო საფუძველი შეთანხმების გასაგრძელებლად მოლაპარაკებების წარმართვისთვის.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში ისრაელის უპილოტო აპარატით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

დასავლელი დიპლომატი ისრაელის მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ისრაელი აპირებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში დაბრუნებას, რადგან მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გარიგება რამდენიმე კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor