• September

    4

    2023
  • 75
  • 0
ღვინის ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

ღვინის ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო მზად არის სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის, მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და ერთ კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor