• January

    27

    2025
  • 70
  • 0
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, უახლოეს პერიოდში ქართული ღვინო ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინის პირველი წარდგენა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის სპეციალურ პრეზენტაციაზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იაპონიაში გამართული ღონისძიების შემდეგ ქართული ღვინო ესპანეთში იქნება წარმოდგენილი.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტროკონგრესში Madrid Fusión 2025 მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართება. Madrid Fusión 2025-ზე ქართული სტენდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყობა, სადაც ქართული ღვინო ქართულ გასტრონომიასთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

2025 წლის თებერვლის დასაწყისში ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine და ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში VineExpo Paris.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წელს ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია; ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.

2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება, რომელიც 17,4 მილიონი ლარს შეადგენს და 1,4 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს.

აღსანიშნავია, რომ გასული წელს ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულია რეკორდული 565 მლნ აშშ დოლარის შემოსავლები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor