
ყაზახეთთან ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე აყვანა საქართველოს აძლიერებს
მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვიზიტი განხორციელდა ყაზახეთში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში მრავალმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
აქცენტირებული იქნა ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებული თანამშრომლობა, ასევე შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის გაწევის აუცილებლობა.
საუბარი შეეხო ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით.
ირაკლი კობახიძემ ყაზახ კოლეგას საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.
ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ასევე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით.
ყაზახეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი. სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება საქართველოსთვის დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს შექმნის.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყაზახეთთან სატრანსპორტო დერეფნების და ენერგოპროექტების გაძლიერება, რაც ლოგისტიკური ჰაბის როლს განამტკიცებს.
კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი ნაბიჯი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან კავშირების განმტკიცებისკენ.
თამთა მაისურაძე.





