• October

    6

    2025
  • 39
  • 0
ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი

ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი

ყაზახეთში გამართულ ბიზნეს ფორუმ New Silk Way-ს ფარგლებში, სატრანზიტო მატარებლების შეუფერხებლად ოპერირებისა და მსვლელობის დროის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი მხარეების მიერ შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მომზადებული დასკვნების გათვალისწინებით შემუშავდა, რომელიც, თავის მხრივ, დერეფნის მთელ მარშრუტზე, კერძოდ, ალტინკოლიდან შავი ზღვის პორტებამადე ფიზიკურად დათვალიერების და პროცესების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.

„შეთანხმება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე საოპერაციო და ლოჯისტიკურ ნაწილში „შუა დერეფანში“ არსებული შეზღუდვების აღმოფხვრას ითვალისწინებს. მათ შორის საბაჟო პროცედურების დროის შემცირებასაც. გაიწერა ჩასატარებელი სამუშაოების კონკრეტული ვადები და პასუხისმგებელი სტრუქტურები. სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში. ურთიერთშეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის სატვირთო გადაზიდვების გაზრდას“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor