• December

    26

    2024
  • 82
  • 0
ყაზახეთის ვიცე-პრემიერი – აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, სპეციალისტები ჩაატარებენ სამუშაოებს და მაშინ გახდება ნათელი

ყაზახეთის ვიცე-პრემიერი – აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, სპეციალისტები ჩაატარებენ სამუშაოებს და მაშინ გახდება ნათელი

აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის წინასწარი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, – ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„თავდაპირველი მიზეზის დადგენაც კი შეუძლებელია, რადგან ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, ჩაატარებენ სამუშაოებს, მაშინ გახდება ნათელი. ახლა ვერაფერს ვიტყვი,“ – განაცხადა მან.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავი ყაზახეთის საჰაერო სივრცეში ადგილობრივი დროით 11:02 საათზე შევიდა, თუმცა მასთან კავშირი 11:28 საათზე დაიკარგა, ხოლო შემთხვევა 11:37 საათზე მოხდა.

„აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟს ხუთი წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი. მომხდარის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor