
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ყარაბაღში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერები დააკავეს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყარაბაღში დე ფაქტო ხელმძღვანელობის ყოფილი ლიდერები დააკავეს და დაკავებულები ბაქოში გადაჰყავთ.
მედიის ცნობით, დაკავებულები არიან ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი 1997-2007 წლებში არკადი გუკასიანი, ასევე ე.წ. პრეზიდენტი 2007-2020 წლებში ბაკო სააკიანი და პარტია „დაშნაკცუტიუნის“ ლიდერი დავიდ იშხანიანი.





