
როინ შავაძის მკვლელობის შეკვეთის გამო არის თუ არა ძებნაზე ვანო მერაბიშვილი ?
,,GEO NEWS”-მა 13 ნოემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით : ,,ორი გვამის” შემკვეთი და საქართველოდან გაქცეული ვანო მერაბიშვილი როინ შავაძის მკვლელობის ორგანიზებაში იმხილება” ? ( იხ: სტატიის ლინკი https://geonews.org.ge/%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90/ ) .
ჩვენ ზემოთ ხსენებულ მასალაში აღვნიშნეთ, რომ ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, როინ შავაძის უღმერთო მკვლელობის ერთ-ერთი დამკვეთი სწორედ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილია. იქვე დავძინეთ, რომ ამ თემაზე მუშაობას განვაგრძობდით.
ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყარო დაგვიკავშირდა და მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია :
,,როინ შავაძის საქმეში მთავარი ფიგურანტი, რომელსაც ვანო მერაბიშვილმა შავაძის მკვლელობა დაუკვეთა მისი მარჯვენა ხელი იყო, ის თითქმის ყველა ამ ტიპის ბინძურ საქმეში ვანოს ხელის ბიჭი იყო. არ დავკონკრეტდები, ვინაიდან ძალოვანმა უწყებებმა მისი ვინაობა იციან და მიხედავენ…..
აქვე გიდასტურებთ, რომ ამ საქმეში დათა ახალაიაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო, რომელიც ამჟამად საბერძნეთს აფარებს თავს და რომელმაც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველო მყისიერად დატოვა.
მკვლელობის მოტივი აგვისტოს ომი იყო, რა დროსაც შავაძემ ახალაიასა და მერაბიშვილს ქართველი ჯარისკაცების სისხლი არ აპატია და საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება საკუთარ გარემოცვაში, რაც შედგომში მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. თუმცა, მარტო სიკვდილიც არ აკმარეს და პრაქტიკულად, ფიზიკურ სიკვდილს მორალური განადგურებაც დაუმატეს, როცა მტრის აგენტობა და მტერთან კოლაბორაცია დააბრალეს.
2008 წლის 16 აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა დათა ახალაიას დაურეკა. 2022 წლის 21 თებერვალს პროკურატურაში გამოკითხვისას ვანოს პასუხი იყო შემდეგი : ,,ეს საუბარი არ ეხებოდა შავაძეს და არც საუბრის შინაარსი მახსოვს “, თუმცა ფაქტია, რომ შავაძე მერაბიშვილის თანამშრომლებმა სწორედ იმ დღეს მოკლეს.
მერწმუნეთ, მერაბიშვილი გერმანიაშია და ზოგჯერ პოლონეთსა და თურქეთშიც გადადის. საქართველოში არც ჩამოვა, რადგან პრაქტიკულად ძებნაზეა. სამწუხაროდ, მერაბიშვილი სისტემაში ჩანერგილმა მისივე კადრებმა გააფრთხილეს, რის შემდეგაც მან წინასწარ ნაყიდი ბილეთიც კი უკან დააბრუნა და ნამდვილად აღარ გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში.
ამ ინფორმაციას ჩვენი სანდო წყარო გვაწვდის, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ.
ჩვენ არაერთხელ ვცადეთ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ.
P.S. ,,GEO NEWS” ამ საქმეზე ჟურნალისტურ გამოძიებას განაგრძობს და მკითხველს ახალ-ახალ ინფორმაციებს მიაწვდის, ვინაიდან, ერთის მხრივ, პროკურატურა და გენერალური პროკურორი წარმატებულად იძიებენ ამ საქმის ყველა დეტალს და მეორეს მხრივ, ჩვენი ინფორმირებული ძალოვანი წყარო სულ ახალ და აქტუალურ ინფორმაციებს მოგვაწვდის, რომელსაც პროკურატურასა და ჩვენს მკითხველს გავუზიარებთ.
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე





