• April

    28

    2025
  • 3
  • 0
შალვა ოგბაიძე – 2011 წლის 26 მაისს იყო ოპერაცია „ყულფი“, 9 აპრილს როდიონოვმაც კი რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი, მერაბიშვილმა ამის საშუალებაც არ დაგვიტოვა, დაზიანების გარეშე არავინ უნდა ყოფილიყო

შალვა ოგბაიძე – 2011 წლის 26 მაისს იყო ოპერაცია „ყულფი“, 9 აპრილს როდიონოვმაც კი რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი, მერაბიშვილმა ამის საშუალებაც არ დაგვიტოვა, დაზიანების გარეშე არავინ უნდა ყოფილიყო

ეს იყო ოპერაცია „ყულფი“ 9 აპრილს როდიონოვმაც კი რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი, მერაბიშვილმა არსად გასაქცევი საშუალება არ დაგვიტოვა. როგორც ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა და 2011 წლის 26 მაისის აქცია გაიხსენა.

როგორც ოგბაიძემ აღნიშნა, იმ ღამის შემდეგ თავად უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს საავადმყოფოში.

„ჩემმა მეუღლემ გამოგვიტანა გამოსაცვლელი ტანსაცმელი. 21:00 საათი იქნებოდა, წვიმა დაიწყო, მაგრამ უკან გასვლა უკვე საშიში იყო, რადგან ვიცოდით, უკან გასვლის დროს ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე არავის უშვებდნენ. ეს იყო მთლიანად გადაკეტილი მოედანი, ჩიტაძის ქუჩა იქნებოდა თუ რუსთაველის ორივე მხარე. ეს იყო ოპერაცია „ყულფი“. იმ სულძაღლიანმა როდიონოვმაც კი 1989 წლის 9 აპრილს რაღაც ნაწილი გზა დაგვიტოვა გასაქცევი. მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა, არსად გასაქცევი საშუალება არ იყო, ყველა ამ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო. როგორც მან ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ უნდა ყოფილიყო, რაც შესრულდა კიდეც. იმ ღამის შემდეგ მე უგონო მდგომარეობაში შემიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო გიორგი და ლევანი აწამეს უღმერთოდ. პოლიციის სამმართველოში რომ მიიყვანეს ლევანი, ყოველ სართულზე გადასცემდნენ ესტაფეტით, ეს ოგბაიძის შვილიაო. ყველას, ვისაც არ ეზარებოდა, თითოს უმატებდა. გიორგი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიპოვეთ. ცა არ უნახავთ, არავითარი გასეირნება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor