• February

    6

    2026
  • 73
  • 0
შალვა პაპუაშვილი – არგუმენტები გვესმის, მე-12 კლასი გვჭირდება, ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს, გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო, იქვე ამბობენ, აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რეფორმა არ გვჭირდებაო

შალვა პაპუაშვილი – არგუმენტები გვესმის, მე-12 კლასი გვჭირდება, ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს, გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო, იქვე ამბობენ, აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რეფორმა არ გვჭირდებაო

ხედავთ გარედან მართულ ჯგუფებს, რომლებსაც ოღონდ რაიმე თემა მიეცეთ და მსჯელობის გარეშე იყვირებენ. ასევე, აკადემიურ წრეში არიან ადამიანები, რომლებთანაც მნიშვნელოვანია საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების მინისტრი მზად არის აკადემიურ წრეებს შეხვდეს და განათლების რეფორმის საკითხი მათთან განიხილოს.

„ახლა ისეთი ხასიათის არგუმენტები გვესმის, თითქოს პრობლემა არ ყოფილა, განათლების ხარისხი კარგია, სხვადასხვა რეიტინგში არიან. თუ ეს ყველაფერი კარგია, მაშინ ყველაფერი ასე ცუდად რატომ არის? ამავე დროს ამბობენ, მე-12 კლასი გვჭირდება, ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს, გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო. იმავე აბზაცში ამბობენ, რომ აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები და განათლება გვაქვს, რომ რეფორმა არ გვჭირდებაო. ერთი მხრივ, გარედან მართულ ჯგუფებს ხედავთ, რომლებსაც ოღონდ რაიმე თემა მიეცეთ და მსჯელობის გარეშე იყვირებენ და ლოზუნგებს ისვრიან. ასევე, აკადემიურ წრეში არიან ადამიანები, რომლებთანაც მნიშვნელოვანია საუბარი, განათლების მინისტრიც შეხვდება და ყველანი მზად ვართ. რაც შეეხება სტუდენტებს, ყოფილი სტუდენტები რომ დღეს აქტივისტები არიან და ისეთი კანონდამრღვევები არიან, რომ 250 000 ლარი ჯარიმა მაქვსო, ამბობენ, ახლა უცებ ისინი უნივერსიტეტის თემებით დაინტერესდნენ და ამ აქტივისტებთან რა უნდა ისაუბრო?  ამ აქტივისტებს ეზიზღებათ როგორც თსუ, ასევე სტუ. პროფესურაც ეზიზღებათ, რადგან როცა ნახავენ, რომ ისინი მათ სასარგებლოს არ ამბობენ, პირდაპირ ადამიანურ შეურაცხყოფას აყენებენ. იმ უნივერსიტეტების რექტორებიც და სტუდენტებიც ეზიზღებათ, რადგან მათთან ერთად ძალადობრივ აქციაზე არ გამოდიან, ანუ, ყველა ეზიზღებათ და ვითომ თან მათ იცავენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor