• December

    6

    2024
  • 76
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ბრალდებების მიუხედავად, რომ პოლიცია ვინმეს არბევს, ყველა ხედავს, რომ ის მოქმედებას იწყებს, როდესაც წაქეზებით, აგრესიული ჯგუფები მათზე თავდასხმას და ძალადობას იწყებენ

შალვა პაპუაშვილი – ბრალდებების მიუხედავად, რომ პოლიცია ვინმეს არბევს, ყველა ხედავს, რომ ის მოქმედებას იწყებს, როდესაც წაქეზებით, აგრესიული ჯგუფები მათზე თავდასხმას და ძალადობას იწყებენ

არაერთგზის ბრალდების მიუხედავად, რომ ქართული პოლიცია ვინმეს არბევს თუ სდევნის, ყველა ნათლად ხედავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა არის სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯოამრემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიცია მოქმედებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც წაქეზებით თუ ორგანიზებით, აგრესიული ჯგუფები პოლიციელებზე თავდასხმას და ძალადობას იწყებენ.

„არაერთგზის ბრალდების მიუხედავად, რომ ქართული პოლიცია ვინმეს არბევს თუ სდევნის, ყველაფერი, თითოეული წამი, რამდენიმე ტელევიზიის მიერ გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ყველა ნათლად ხედავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა არის სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავი. პოლიცია მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც, წაქეზებით თუ ორგანიზებით, აგრესიული ჯგუფები იწყებენ პოლიციელებზე თავდასხმას და ძალადობას. ბუნებრივია, რომ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგდაუფარავად მიმართული ეს ქმედებები მკაცრადაა აღკვეთილი და ეს ასეც გაგრძელდება“, – განაც ხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალყურს აქციების მიმდინარეობას და თავად ხედავდა, თუ რა თანმიმდევრობით ვითარდებოდა მოვლენები.

„ხედავდა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე იწყებოდა პოლიციელებზე თავდასხმა, ქვების და პიროტექნიკის სროლა, პარლამენტის შენობის დაზიანება. პოლიცია მრავალჯერადად აფრთხილებდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ, თუმცა ვხედავდით, რომ არც ორგანიზატორები და არც აქციის სხვა მონაწილეები, არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ძალადობა აღეკვეთათ. პირიქით, ქვების, მოლოტოვის კოქტეილების, პიროტექნიკის ადამიანებისთვის სროლა, ოპოზიციის კუთვნილმა მედიებმა, სანახაობადაც კი აქციეს, პროტესტის დანარჩენი მონაწილეები კი პირიქითამხნევებდნენ მოძალადეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რამდენიმედღიანი ძალადობა რადიკალური პარტიების მიერ რომ იყო წინასწარ ორგანიზებული, ადვილად დადასტურდა ორი დღის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებით, როდესაც მთელმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა რაოდენობის პიროტექნიკა და ძალადობრივი თავდასხმისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები იქნა ამოღებული პარტიების ოფისებიდან.

„საზოგადოებამ ისიც ნახა, რომ როგორც კი მოხდა ამ მასალების ამოღება და ძალადობის ორგანიზატორების დაკავება, პროტესტი იმავე დღეს იქცა მშვიდობიანად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor