
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ეს აღარ არის საპროტესტო აქციები, ეს დანაშაულია, როდესაც ქვებს სამართალდამცველების მანქანებს ესვრიან“.
„დღეს სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს“ სკანდირება ძალადობის მხარის არჩევაა.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს – კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, – წერს პაპუაშვილი.





