• November

    28

    2025
  • 135
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს, ჩვენი კანონმდებლობაც ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს, კეთილი ინებოს ბრიუსელმა და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს, ჩვენი კანონმდებლობაც ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს, კეთილი ინებოს ბრიუსელმა და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს

ბრიუსელი ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როცა სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ზუსტად ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც,  ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნას ეხება.

„თავის დროზე, როდესაც საუბარი იყო ამ რეგულაციების მიღებაზე, გადადეს, რადგან ჯერ ჩვენთან ჰქონდათ ანგარიშები გასასწორებელი. გადადეს, რათა საქართველოს რასაც საყვედურობდნენ, თითქოს გარე გავლენების გამჭვირვალობის მოთხოვნის უფლება არ გვქონდა, ეს თავად არ გაეკეთებინათ და ზედმეტად აშკარა არ ყოფილიყო. ცოტა დრომ გაიარა და ახლა ცდილობენ, სხვანაირი შეფუთვით წარმოადგინონ, თითქოს რაიმე განსხვავებული არის ქართული მიდგომისგან. ეს არის სწორედ ფარისევლობა. ბრიუსელი დღეს ფარისევლობის სიმბოლოდ იქცა, როცა სხვას ედავება იმას, რასაც თვითონ აკეთებს. ეს არის ყველაზე კარგი დასტური ფარისევლობისა. უნდათ შეფუთვა, მოვუსმინეთ დისკუსიას, თითქოს ეს არ ეხება სამოქალაქო საზოგადოებას, „ენჯეოებს“. როგორ გეკადრებათ? ეხება ყველას, ვისაც ჩათვლიან, რომ ლობიზმით არის დაკავებული. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში ლობიზმით არ არის დაკავებული? ჩვენებას აძლევენ კონგრესებსა და სხვა ქვეყნის პარლამენტებში საქართველოს წინააღმდეგ და უცხოური დაფინანსებით ცდილობენ, თავს მოგახვიონ სხვადასხვა რეგულაცია. ვინ უწევდა საქართველოში „ვეტინგის“ სისტემას ლობიზმს? ეს „ენჯეოები“ არ უწევდნენ ბრიუსელის დაფინანსებით? ზუსტად ეს არის ლობიზმი და ამის გამჭვირვალობას ითხოვს ჩვენი კანონმდებლობა. სამარცხვინოა, რომ ქვეყანაში ლამის ადამიანი ადამიანს წაჰკიდონ ბრიუსელის დაფინანსებით, პირდაპირ აამხედრეს ხელისუფლების, პარლამენტის წინააღმდეგ დაქირავებული „ენჯეოები“.  შარშან პარლამენტის შენობა ლამის გადაწვეს, „მოლოტოვის კოქტეილები“ ისროლეს და ახლა თავად მშვიდად, საკუთარი ინტერესების გასატარებლად ლობიზმის გამჭვირვალობას ითხოვენ. ზუსტად ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. ახლა კეთილი ინებოს ბრიუსელმა, დაემორჩილოს ქართულ კანონმდებლობას და ფარულ დაფინანსებას შეეშვან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor