• February

    8

    2025
  • 69
  • 0
შალვა პაპუაშვილი – დავით აღმაშენებლის ცხოვრება არის მაგალითი, როგორ შეძლო 16 წლის ბიჭმა გაჩანაგებული, დანაწევრებული და დაპყრობილი ქვეყნის ფეხზე დაყენება, ხილული თუ უხილავი მტრის დამარცხება

შალვა პაპუაშვილი – დავით აღმაშენებლის ცხოვრება არის მაგალითი, როგორ შეძლო 16 წლის ბიჭმა გაჩანაგებული, დანაწევრებული და დაპყრობილი ქვეყნის ფეხზე დაყენება, ხილული თუ უხილავი მტრის დამარცხება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, წმინდა მეფე დავითი არის სიმბოლო გამარჯვებული, დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოსი.

„გილოცავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს!

წმინდა მეფე დავითი არის სიმბოლო გამარჯვებული, დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოსი.

მისი ცხოვრება არის მაგალითი და შთამომავლობისთვის დატოვებული ისტორია, თუ როგორ შეძლო 16 წლის ბიჭმა, საკუთარი თავის სამშობლოსთვის სრული მიძღვნით, გაჩანაგებული, დანაწევრებული და დაპყრობილი ქვეყნის ფეხზე დაყენება, გამთლიანება და ყველა ხილული თუ უხილავი მტრის დამარცხება.

დავით აღმაშენებელმა ყველაზე მკაფიოდ და წარმატებით განსაზღვრა ქვეყანა, როგორც მონარქისა და ეკლესიის ერთობა, გამთლიანებული ერით, მრავალფეროვანი სამეზობლო ურთიერთობებითა და ქრისტიანულ იდენტობაზე აგებული პოლიტიკით.

საქართველოს ყველა თაობას, ნებისმიერ დროსა და ადგილას, გააჩნია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ აწმყოსა და მომავლის, არამედ ისტორიისა და წინაპართა წინაშეც.

გილოცავთ ჩვენი წმინდა მეფის, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს!“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor