• December

    25

    2024
  • 77
  • 0
შალვა პაპუაშვილი – დიდ მეუფე ილია მეორეს ვულოცავ აღსაყდრების 47-ე წლისთავს, განუზომელია მისი ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე, ვუსურვებ, მოესწროს ერთიან და გამარჯვებულ საქართველოს

შალვა პაპუაშვილი – დიდ მეუფე ილია მეორეს ვულოცავ აღსაყდრების 47-ე წლისთავს, განუზომელია მისი ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე, ვუსურვებ, მოესწროს ერთიან და გამარჯვებულ საქართველოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფეს ილია მეორეს ვულოცავ მისი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების 47-ე წლისთავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მილოცვაშია აღნიშნული.

პაპუაშვილის თქმით, განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე.

„უდიდესია ამ დღის სიხარული და მადლიერება, რომელიც წლიდან წლამდე მატულობს და ძლიერდება. ღმერთმა მოგვცა უდიდესი წყალობა, რათა თითქმის ნახევარი საუკუნე გვეცხოვრა პატრიარქ ილიას მწყემსმთავრობის ქვეშ. განუზომელია უწმინდესისა და უნეტარესის ღვაწლი და დამსახურება, რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ერის წინაშე.

მან წმინდანის მოშურნეობით აღასრულა უფლის მიერ დაკისრებული საღმრთო მისია, ეტვირთა უმძიმესი ჯვარი დამცრობილი ეკლესიისა და აეღორძინებინა იგი, ვითარცა შეშვენის ქართველ ერს. ჩვენმა პატრიარქმა თავისი ღვაწლი საბჭოთა მმართველობისა და ათეიზმის მძიმე ეპოქაში დაიწყო და ურთულეს წლებში გამოატარა მისი საყვარელი ერი, როგორც ჭეშმარიტმა მამამ და წინამძღოლმა. ეს მოვალეობა მის ინტრონიზაციაზე წარმოთქმულ სიტყვაშიც გამოჩნდა: „მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი, და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა“.

დღევანდელი 25 დეკემბერი აღსანიშნავია იმითაც, რომ ჩვენი პატრიარქის მმართველობა საქართველოს ისტორიაში გახდა ყველაზე ხანგრძლივი. აქამდე ეს ტიტული მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე აფხაზეთის დიდ კათოლიკოსს გრიგოლ მეორეს ეკუთვნოდა, რომელიც 46 წელი მართავდა სამწყსოს.

ჩვენ პატრიარქს ვუსურვებ მხნეობას, ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს და მისი სანუკვარი ოცნებების ახდენას, მოესწროს ერთიან, მთლიან და გამარჯვებულ საქართველოს!“ – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მილოცვაში.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor