• May

    26

    2025
  • 55
  • 0
შალვა პაპუაშვილი – დღეს ვინც ფიქრობს, დათესოს შუღლი, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ამ ქვეყანას ემტერება, ქართველმა ხალხმა აჩვენა, რას ნიშნავს ერთიანობა და სიამაყე საკუთარი დამოუკიდებლობით

შალვა პაპუაშვილი – დღეს ვინც ფიქრობს, დათესოს შუღლი, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ამ ქვეყანას ემტერება, ქართველმა ხალხმა აჩვენა, რას ნიშნავს ერთიანობა და სიამაყე საკუთარი დამოუკიდებლობით

განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ვინც ფიქრობს, რომ დათესოს შუღლი, გათიშოს და დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება. ეს უნდა ვიცოდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 9 აპრილს საზოგადოებამ იხილა სამარცხვინო ფაქტი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ძალადობის აქტი დააორგანიზეს რუსთაველის გამზირზე, მათ შორის იძალადეს 9 აპრილის მონაწილეებზე და მემორიალთან არ მიუშვეს.

„ესენი ცრუ ფიცის და ცრუ ღირებულებების ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ შუღლს და განხეთქილებას თესავენ. საზოგადოებამ მათ, მათ შორის, 17 მაისს გასცა პასუხი, როდესაც მთელი ქვეყანა ქალაქების და სოფლების ქუჩებში გამოვიდა და აჩვენა, ქართველი ხალხი სად დგას. ქართველმა ხალხმა დღეს აჩვენა, რას ნიშნავს ერთიანობა და რას ნიშნავს სიამაყე საკუთარი დამოუკიდებლობით. ყველა, ვინც ცდილობს, რომ გათიშოს, ბოროტება დათესოს და ზიზღი შემოიტანოს, ის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას მხოლოდ მტრობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor