• May

    19

    2025
  • 85
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა იდენტურ ტექსტს ავრცელებს

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, თან, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა იდენტურ ტექსტს ავრცელებს

ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი“ და „პუბლიკა“ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხზე თავდასხმას.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე.

„ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროპაგანდისტული მედიები „ონჯი “და „პუბლიკა“ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლის ადევნებას და მასზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, განზრახ თავდასხმას „შეხვედრას“ უწოდებენ, რათა ამ თავდასხმის სიმძაფრე დააკნინონ.

ამასთან, ორივე, ფორმალურად სხვადასხვა პლატფორმა, სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს ავრცელებს, რაც კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, რომ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე“, – წერს პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor