• November

    10

    2023
  • 93
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, რომელიც აღნიშნავს დიდ გამარჯვებას, მეორე მხარესაა გაბოროტებული ოპოზიცია, რომელიც ებრძვის ხალხს, ხელისუფლებას, ეკლესიას

შალვა პაპუაშვილი – ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, ხელისუფლება, ეკლესია, რომელიც აღნიშნავს დიდ გამარჯვებას, მეორე მხარესაა გაბოროტებული ოპოზიცია, რომელიც ებრძვის ხალხს, ხელისუფლებას, ეკლესიას

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საეტაპო მოვლენის დროს ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია დგანან ერთად. მათ შორის ეს არის ინდიკატორი, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს შეფასება სთხოვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადების, სადაც აღნიშნულია, რომ  ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.

„ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარესაა მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ეწინააღმდეგება, ებრძვის ქართულ ეკლესიას. ეს არის რეალური სურათი, რასაც ვხედავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო კათოლიკოს პატრიარქს, საქართველოს ეკლესიას მყარი მხარდაჭერისა და ჩვენი ევროპული გზისთვის, რომელიც ქართველ ხალხს საუკუნეების, ათწლეულების განმავლობაში სწორედ საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობით აქვს მოტანილი. საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. დღესდღეობითაც, როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ევროპა არის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილს კიდევ ერთი კითხვით მიმართეს, რა შეიძლება იყოს ოპოზიციის მოტივი, როდესაც ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადებას არ ეთანხმებიან და მას ღიად აკრიტიკებენ.

„ზოგადად, ამ აბსურდულ მცდელობას რაც შეეხება, ეს აჩვენებს, რამდენად არ ესმით დემოკრატიის არსი ამ ჯგუფიდან ადამიანებს, მარგინალურ ოპოზიციას. დემოკრატიის არსი მდგომარეობს შემდეგში – ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არჩეული იქნა ხალხის მიერ და რომელიც იღვწის ხალხისთვის, ხალხის სახელით. ეს არის დემოკრატიის მთავარი პრინციპი. ნებისმიერი გამიჯვნა და გამიჯვნის მცდელობა მხოლოდ რუსული ნარიტივია. სწორედ ამას აკეთებს რუსეთი, მათ შორის საქართველოს მიმართ, როცა ცდილობს, ხალხი და არჩეული ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნოს. სხვათა შორის, ამას აკეთებს უკრაინაშიც და ყველგან, სადაც ცდილობს, შეიტანოს ეს ნარატივი. ამიტომ, ყველა, ვინც ცდილობს, გამიჯნოს ხალხი მის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისგან, სინამდვილეში, ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის ერთი მთლიანი, ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელიც არის არჩეული ხალხის მიერ და რომელიც იღწვის ხალხისთვის.

ფაქტია, ერთ მხარეს არის ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ეკლესია, რომელიც აღნიშნავს ჩვენი ხალხის, ისტორიული მისწრაფების დიდ გამარჯვებას და მეორე მხარეს არის დაღვრემილი, გაბოროტებული, ღვარძლით ავსებული ოპოზიცია, რომელიც ებრძვის ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ ეკლესიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor