• June

    9

    2025
  • 55
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც, ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს

შალვა პაპუაშვილი – ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც, ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს

ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა, ევროპული ღირებულების გარდა, ცივილიზებულობის ნიშანიცაა“.

„სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები. ძალადობისგან გამიჯვნა ის მინიმუმია, რომელიც ცივილიზებულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს, თუმცა, ნაცვლად გამიჯვნისა, ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში. სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ექსტრემიზმის დამცველებს საკუთარ ქვეყანაში უხდებათ ძალადობაზე რეაგირება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor