• June

    10

    2025
  • 126
  • 0
შალვა პაპუაშვილი – თამარ ტალიაშვილმა აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია

შალვა პაპუაშვილი – თამარ ტალიაშვილმა აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია

ვულოცავ თამარ ტალიაშვილს აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშვნას. მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს იძლევა ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო თამარ ტალიაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დანიშვნა. გახსოვთ, ის პარლამენტიდან ჩვენი კოლეგა იყო, რომელსაც პარლამენტში წარმატებული საქმიანობა ჰქონდა. მანამდე საკრებულოში და შემდეგ ევროპის საბჭოში საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობდა. მნიშვნელოვანია, რომ აგრემანი მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ელჩით იყოს წარმოდგენილი აშშ-ში. ეს ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა შესაძლებელია. კვლავ ერთგული ვართ იმ წინადადებისა, რომელზეც რამდენი ხანია, ვსაუბრობთ, რომ აშშ-თან გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე. ასე რომ, თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა. მიხარია, რომ ის იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor