• November

    7

    2023
  • 88
  • 0

შალვა პაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის დაფასება, არამედ უსამართლობის გამოსწორებაც

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ხელისუფლების საქმიანობის დაფასება, არამედ უსამართლობის გამოსწორებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ხვალ ყველანი ველოდებით ევროკომისიის მხრიდან დასკვნის გამოქვეყნებას. გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ბოლო ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად ვმუშაობდით ევროკომისიასთან. ნახეთ, რომ  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებას დიდი პანიკა მოაყოლა ოპოზიციამ და რამდენიმე „ენჯეომ“. საბოლოო ჯამში, ევროკავშირის ელჩსაც კი მოუწია განმარტების გაკეთება, რომ ცვლილებები მჭიდრო კომუნიკაციით იყო შედგენილი. განსაკუთრებით ბოლო ორი თვის მჭიდრო თანამშრომლობა გვაძლევს იმედს, რომ შეფასება იქნება პოზიტიური, შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასვლა კანდიდატის სტატუსის მიღების მხრივ.

კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საქართველო შარშან, ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, „ასოცირებულ ტრიოში“, უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, იყო ლიდერი ქვეყანა, რჩება ლიდერად. საქართველოს მიმართ შარშანდელი გადაწყვეტილება იყო უსამართლო, ამიტომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არა მხოლოდ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ უსამართლობის გამოსწორებაც.

რაც შეეხება საუბარს, თითქოს გადაწყვეტილება მიღებული იქნება გეოპოლიტიკის, ქართველი ხალხის გამო, არ ვიცი, შარშან, ივნისში ქართველი ხალხი სხვანაირი იყო, პატივს არ სცემდა ევროკავშირი, თუ გეოპოლიტიკა იყო სხვანაირი, შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან? არაფერი ამ მხრივ არ შეცვლილა. გეოპოლიტიკურად იმდენადვე მნიშვნელოვანი ვართ დღეს, როგორც ვიყავით შარშან, ივნისში. ქართველი ხალხი იმდენადვე იმსახურებს დღესაც, როგორც იმსახურებდა შარშან, ივნისში. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor