• October

    14

    2023
  • 110
  • 0
შალვა პაპუაშვილი – მადლობა ბულგარეთის პარლამენტს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის

შალვა პაპუაშვილი – მადლობა ბულგარეთის პარლამენტს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის

მადლობა ბულგარეთის პარლამენტს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, ჩემს მეგობარს, როსენ ჟელიაზკოვს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ გულწრფელ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ევროპულ მომავალს ეფუძნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბულგარეთის პარლამენტმა დღეს მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor