
შალვა პაპუაშვილი – მადლობა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, სამედიცინო პერსონალს, ყველას, ვინც სტიქიასთან საბრძოლველად გვერდით დაუდგა მოქალაქეებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, სამედიცინო პერსონალს, მოხალისეებს და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
პაპუაშვილი გურიასა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობის გამო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად და მოსახლეობის მხარდასაჭერად. მადლობა მეხანძრე-მაშველებს, პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს. მადლობა ყველას, მათ შორის, მოხალისეებს, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ მოსახლეობას, ადგილობრივებს, ვინც სტიქიასთან საბრძოლველად გვერდით დაუდგა ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა




