• July

    30

    2025
  • 127
  • 0
შალვა პაპუაშვილი – მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ქონება მევახშეობით აიწყო, გაუგებარია, რა არის ქველმოქმედება და ცდილობს, დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს

შალვა პაპუაშვილი – მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ქონება მევახშეობით აიწყო, გაუგებარია, რა არის ქველმოქმედება და ცდილობს, დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს

მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც ქონება მევახშეობით აიწყო, გაუგებარია, რა არის ქველმოქმედება და ცდილობს, დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო საქმეს განიხილავს და ჭეშმარიტებას დაადგენს.

„დეზინფორმაციის წყარო მამუკა ხაზარაძეა. ეს მისი ტელევიზიაა, რომელიც ასეთ თეორიებს აწყობს. ცნობილია, რომ ბანკი „ქართუ“ საქველმოქმედო ორგანიზაციის განკარგულებაშია და ყველა მისი შემოსავალი სწორედ საქველმოქმედო მიზნებისთვის იმართება. თუმცა, მამუკა ხაზარაძისთვის, რომელიც თავად თაღლითობისთვის არის გასამართლებული, ქონება კი მევახშეობით აიწყო, გასაგებია, რომ მისთვის გაუგებარია, ქველმოქმედება რა არის და ამიტომ ცდილობს, ასეთი დეზინფორმაციით ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენოს. ხელის გულზე დევს ის ტყუილი და დეზინფორმაცია, რომელსაც მამუკა ხაზარაძის ტელევიზია ავრცელებს. სასამართლო არსებობს და განიხილავს, ამ საკითხს, ჭეშმარიტებას დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor