• July

    25

    2025
  • 43
  • 0
შალვა პაპუაშვილი – მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი უპასუხებდა, რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის „ევრონაცების“ დაფინანსებას?

შალვა პაპუაშვილი – მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი უპასუხებდა, რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის „ევრონაცების“ დაფინანსებას?

მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი უპასუხებდა, რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის „ევრონაცების“ დაფინანსებას? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია : „გაერთიანებული სამეფო და საქართველო ერთად მუშაობდნენ კიბერმედეგობის გასაძლიერებლად და ამ შეტევის საჯაროდ დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდა ევროატლანტიკურ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს, მათ შორის კიბერსივრცეშიც“.

„მასპინძელი ხელისუფლების პარტიად მოხსენიებას და ქართველი ხალხის მიმართ მსგავს შეუფერებელ ლაზღანდარობას, უმჯობესი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი საკუთარ ქცევაზე გასცემდა ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვას პასუხს: რატომ აპირებდა ექსტრემისტული დღის წესრიგის მქონე „ევრონაცების“ „ტაბულას“ და „ნაცების“ „გია ჯაფარიძის“ დაფინანსებას, რომელთა გაცხადებული მიზანი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რომელთა მიზანია „საქართველოს სუვერენიტეტის შესუსტება, შუღლის დათესვა და ქართველი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შეფერხება?“ – წერს პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor