• February

    4

    2026
  • 37
  • 0
შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველას, განათლებას პოლიტიკური ინტრიგების ინსტრუმენტად ნუ აქცევენ, ენდონ სახელმწიფოს და რეფორმის მიზნებს

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველას, განათლებას პოლიტიკური ინტრიგების ინსტრუმენტად ნუ აქცევენ, ენდონ სახელმწიფოს და რეფორმის მიზნებს

ყველა აღიარებს გამოწვევებს, რაც უმაღლეს განათლებას აქვს. ახლა მცდელობაა დისკურსის შემოტრიალების, თითქოს ყველაფერი გამართულია და კარგად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მოუწოდებს ყველას, განათლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ აქციონ.

„ყველას მიმართ თხოვნა, მოწოდება მექნებოდა, რომ აკადემიური და განათლების საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ნუ მოახდენენ. მოვუწოდებ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, იმ პროცესში, როდესაც გამოცხადებულია ისტორიული რეფორმა, არ აჰყვნენ ხალხს, ვისაც პირდაპირი ზიზღი აქვს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიმართ. როგორც კი კომენტარში თავიანთ სასარგებლოს ვერ გაიგებენ, თავს ესხმიან ლექტორებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს. ამიტომ, ენდონ სახელმწიფოს და იმ რეფორმის მიზნებს, რომელიც გაცხადებულია. ყველა აღიარებს გამოწვევებს, რაც უმაღლეს განათლებას აქვს. ახლა მცდელობაა დისკურსის შემოტრიალების, თითქოს ყველაფერი გამართულია და კარგად მუშაობს. მაშინ რეფორმაც არ ყოფილა საჭირო. პრემიერ-მინისტრმა ის გამოწვევები წარმოადგინა, რაც უმაღლეს განათლებაში არსებობს. შვიდი მიმართულება იყო და არავის უთქვამს, რომ ეს გამოწვევა, პრობლემაა. პრობლემაა ხარისხიც, ინფრასტრუქტურა. პრობლემა თუ არის, მაშინ გადაწყვეტა სჭირდება. მოვუწოდებ ყველას, განათლებას პოლიტიკურ ინსტრუმენტად, პოლიტიკურ ინტრიგებად ნუ აქცევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor