• March

    14

    2026
  • 15
  • 0
შალვა პაპუაშვილი – „მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა პოლონეთმა, შემდეგ კი კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად

შალვა პაპუაშვილი – „მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა პოლონეთმა, შემდეგ კი კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ექსპერტი, რომელმაც დასკვნა შეადგინა, პირდაპირ დაკავშირებულია პოლონეთის მთავრობასთან, კერძოდ, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

„ეს მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ბლიც-მექანიზმი, სულ რამდენიმე კვირა, სამი კვირა იყო თუ არ ვცდები, რაც გაგრძელდა. ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100-გვერდიანი დასკვნა დაწერა; დაწყებული, როგორც ის ეძახის, წამების საკითხებით და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ადამიანი ყველაფერში კომპეტენტურია. შემდეგ ჩვენ გვქონდა ჩვენი კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა. 100-გვერდიანი პასუხი გაიგზავნა შენიშვნებისა საქართველოს მთავრობის მხრიდან სამშაბათს, ხუთშაბათს კი ეს დასკვნა გამოვიდა უკვე სხდომაზე. ანუ, ერთი დღეც კი არ დაიტოვა ექსპერტმა, რომ წაეკითხა 100-გვერდიანი პასუხი, დაფიქრებულიყო და გადაეწყვიტა, რამე კორექტივი შეეტანა თუ არა.

ამას მოჰყვა შემდეგ მეორე ნაწილი, ირკვევა, რომ ეს ექსპერტი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან. ის გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული და მის კურატორობაში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის საბჭოს წევრი. იყო პოლონეთის მხრიდან წარდგენილი შარშან გაერო-ს წამების კომიტეტში. ანუ, მთლიანად არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობასთან დაკავშირებული პირი და ჰოი, საოცრებავ, ჩვენ ვიცით, რომ ეს მექანიზმი დააინიცირა პოლონეთმა, შემდეგ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რომ მისი კანდიდატი ყოფილიყო ექსპერტად წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად. პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩვენ ვიცით. ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს და მან საჯაროდ განაცხადა რამდენიმე თვის წინ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი, ეს ჩვენ ვიცით. ასევე, ვიცით, პოლონეთის მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმები რომ იყვნენ ჩამოსული მიხეილ სააკაშვილთან და წინდით გაჰქონდათ უჩუმრად ნიმუშები. ასე რომ, ესეც ცალკე საკითხია, რომელიც იწვევს ეჭვს, შინაარსს რომ თავი დავანებოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor