• September

    15

    2023
  • 77
  • 0

შალვა პაპუაშვილი – ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სამართლებრივად პრეზიდენტი არ არის ვალდებული, განმარტებები აკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკურად ქართველი ხალხის ვალშია, ეს გადაწყვეტილება განმარტოს

სამწუხაროდ, ვიხილეთ პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელსაც არანაირი ახსნა არ მოჰყვა და აქაც პრეზიდენტმა თავი იმართლა, რომ ის არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სამართლებრივად ის არ არის ვალდებული განმარტებები აკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ის ქართველი ხალხის ვალშია, ეს გადაწყვეტილება განმარტოს. ამ გადაწყვეტილებაზე შემდეგ მოვისმინეთ კომენტარები, რომ ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას შეწყალებას. ეს ქართველი ხალხისთვის ნაცრის შეყრაა თვალში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor