• September

    24

    2024
  • 55
  • 0
შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად, ხალხს დაგვყურებს, როგორც შეუმდგარ ერს, რომელსაც ხელისუფლების არჩევის უნარი არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად, ხალხს დაგვყურებს, როგორც შეუმდგარ ერს, რომელსაც ხელისუფლების არჩევის უნარი არ აქვს

ე.წ. ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას ერთი წლით, არის დოკუმენტი, რომელიც პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თურმე, საქართველოს და ქართველ ხალხს არ შეუძლია, აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას ოთხი წელი მართავს და დროებითი კონგლომერატები უნდა შეიქმნას.

„ასეთი გვქონდა 1990-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოები იქმნებოდა. ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელი მომწერი ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და მან დემოკრატიულ ვადაში მართოს ქვეყანა. აქვე ჩანს, როგორ ხედავს ის ქართველ ხალხს. მისი ცნობილი გამონათქვამი, „ხალხთან, მაგრამ ცოტა მაღლა“, მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელსაც უნარი არ აქვს ხელისუფლება აირჩიოს. ამით გამოგვაცხადა არანორმალურ ქვეყნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor