
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, მიუთითოს ბრიუსელს, შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნებს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში
როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მათი სათქმელიც ეს არის.
„როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში. ჩვენი სათქმელიც ეს არის“, – წერს პაპუაშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა : „არ მგონია, ევროკავშირს ჰქონდეს უფლება, განსაზღვროს, რა არის საერთაშორისო სამართალი, მას არ აქვს უფლება, განსაზღვროს, როგორ დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებას“.





