• September

    25

    2023
  • 109
  • 0

შალვა პაპუაშვილი – რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს რეფორმები

რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე ჩუკასთან შეხვედრისას დეტალურად ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.

„რუმინულ მხარეს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე. აღვნიშნე ნიკოლაე ჩუკას განსაკუთრებული წვლილი ქართულ-რუმინული ურთიერთობების გაღრმავებაში. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებებით. დეტალურად ვისაუბრე საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ხაზი გავუსვი ამჟამინდელ ისტორიულ პერიოდში რუმინეთის მხრიდან საქართველოსადმი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას. სენატის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა და ნატო-მ აღიარონ, დააფასონ საქართველოს შედეგები და ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო მისიებში. ასევე განაცხადა, რომ რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor