• October

    20

    2025
  • 19
  • 0
შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის და საბოლოო დამუშავება მიდის, ვფიქრობ, სარჩელს ამ კვირაში წარვადგენთ

შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის და საბოლოო დამუშავება მიდის, ვფიქრობ, სარჩელს ამ კვირაში წარვადგენთ

ვფიქრობ, საკონსტიტუციო სარჩელს ამ კვირაში წარვადგენთ, სარჩელი მზად არის და საბოლოო დამუშავება მიდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან კომპლექსური სარჩელია, ცდილობენ, რომ დასაბუთებული და შესაბამისი სტანდარტის სარჩელი იყოს.

„ამ საკითხზე პარლამენტში ვმუშაობთ. სარჩელი მზად არის, ბოლო საკითხების გავლა მიდის, რათა უმაღლესი სტანდარტის სარჩელი იყოს. მნიშვნელოვანი პროცესია და ამას რაც შეესაბამება, ისეთი სარჩელი უნდა იყოს. ექსტრემისტული დაჯგუფებები ოპონენტები არ არიან, მათი ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ, რომ დემოკრატიული პროცესი დემოკრატიის წინააღმდეგ გამოიყენონ. ამიტომ არსებობს მექანიზმი, რომ პარტიები, რომლებიც კონსტიტუციას არღვევენ, არ იყვნენ პოლიტიკური პროცესის მონაწილე. რა იქნება სასარჩელე მოთხოვნა, ამას იხილავთ. ბევრი ოფცია გვაქვს – ყველა ხარვეზი, რაც აქამდე კანონმდებლობაში არსებობდა, გამოსწორებულია. ოფციაა ასევე მემკვიდრე პარტიასთან დაკავშირებით. ამიტომ მთავარი მიზანია, დემოკრატიის მტრების ადგილი პოლიტიკურ პროცესში არ იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor