• October

    31

    2024
  • 69
  • 0
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალშისაცემია მისი დესტრუქციული ქმედება

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალშისაცემია მისი დესტრუქციული ქმედება

ქალბატონი სალომე ეს დღეები დაკავებულია დეზინფორმაციით, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა, რომ თვალშისაცემია მისი დესტრუქციული ქმედება, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, ბოლო დღეებია დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.

„უკვე აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანს მოუწია იმის ხაზგასმა, რომ თუ ბრალს დებ, მტკიცებულებებიც უნდა წარადგინო. ერთი მხრივ, სალომე ზრუაბიშვილი დღეში რამდენიმე ინტერვიუს მართავს უცხოურ პრესასთან და ცილს სწამებს ქართველ ხალხს, მეორე მხრივ კი, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო. ქალბატონი სალომე ცილს სწამებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომ ხდება მათი გამოყენება თითქოს რაღაც გაყალბებისთვის. ჩვეულებრივად, ეს დღეები, დაკავებულია დეზინფორმაციით. სხვათა შორის, ზოგიერთმა უცხოელმა კოლეგამაც კი გვითხრა ჩვენ, რომ უკვე თვალშისაცემია ქალბატონი სალომეს დესტრუქციული ქმედება საგარეო დონეზე, ერთის მხრივ, ამ ინტერვიუების სახით, ტელეფონით შეწუხებული ჰყავს ნახევარი სამყარო, ურეკავს, რომ ქვეყანა ჩამოინგრა და ხან რას ამბობს და ხან – რას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor