• January

    28

    2025
  • 72
  • 0
შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია, დღისით მზისით ცდილობენ, საქართველოში სიტუაცია აარევინონ

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია, დღისით მზისით ცდილობენ, საქართველოში სიტუაცია აარევინონ

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სალომე ზურაბიშვილის შესახებ გამოცემა „ჰილის“ სტატიაზე დაუსვეს კითხვა.

მისი თქმით, მაკკეინის ინსტიტუტი ცდილობს, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს საქართველოში სიტუაცია აარევინონ.

„თეთრი ძაფით ნაკერი საკითხებია. სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დაქირავებული ადამიანია და მოქმედებს მაკკეინის ინსტიტუტის დღის წესრიგის შესასრულებლად. დღისით მზისით, ცდილობენ, საკუთარ დაქირავებულ ადამიანებს აარევინონ სიტუაცია საქართველოში. მაკკეინის ინსტიტუტიდან უკვე ვიცით, ერთი ლორა თორნთონი და მეორე – სალომე ზურაბიშვილი, ვიცით, არც ერთს და არც მეორეს ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის სიკეთე არ უნდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor