• October

    10

    2023
  • 95
  • 0
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ისრაელის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოხატა ტერორისტების აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიების გამო და ელჩს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ისრაელის მიმართ სოლიდარობა.

ჰადას მეიცადმა პარლამენტის თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო ღაზის სექტორიდან ისრაელზე თავდასხმის შედეგები და ისრაელის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღნიშნული თავდასხმის გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და მსოფლიო მშვიდობაზე მის გავლენაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor