• February

    26

    2025
  • 170
  • 0
შალვა პაპუაშვილი – სტიქიური მოვლენებისას დეზინფორმაცია არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც, სად იყვნენ გუშინ დეზინფორმაციის მამხილებელი „ენჯეოები“, რომლებშიც ბრიუსელი მილიონებს ხარჯავს?

შალვა პაპუაშვილი – სტიქიური მოვლენებისას დეზინფორმაცია არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც, სად იყვნენ გუშინ დეზინფორმაციის მამხილებელი „ენჯეოები“, რომლებშიც ბრიუსელი მილიონებს ხარჯავს?

სტიქიური მოვლენების დროს როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის. სად იყვნენ ამ დროს დეზინფორმაციის მამხილებელი „ენჯეოები“, რომლებშიც ბრიუსელი მილიონებს ხარჯავს? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებაში უცხოეთიდან დაფინანსებას იღებენ.

„ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც მილიონებს იღებენ უცხოეთიდან დეზინფორმაციის, მანიპულაციის, კონტექსტიდან ამოღებული ნარატივების გავრცელებაში. მილიონებს იღებენ და დაკავებული არიან რაღაც სხვა თემებით, ხან უკრაინაში ომთან დაკავშირებული თემებით და ა.შ. ასეთი სტიქიური მოვლენების ან სხვა ექსტრაორდინარული სიტუაციის დროს როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, ეს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის. სად იყვნენ ეს დეზინფორმაციის მამხილებელი ენჯეოები, „ფაქტჩეკი“ და ა.შ., რომლებშიც მილიონებს ხარჯავს ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქი? ჩუმად იყვნენ. რატომ?! იმიტომ, რომ ისინიც მონაწილე არიან ამ დეზინფორმაციული ქსელის. არის ნაწილი, რომელიც ავრცელებს მანიპულაციას, დეზინფორმაციას და შემდეგ – მეორე ნაწილი, რომელიც ამაზე ჩუმად არის და ამით ის სიგნალს აძლევს, რომ თითქოს აქ ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია უფრო საზოგადოების ერთიანობა, თუმცა ამას შეჩვეული ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია, მისი მედია და „ენჯეოები“ ჩვენს საზოგადოებას ზურგში დანას ურტყამენ და, ნაცვლად სოლიდარობისა, ემპათიისა და გვერდში დგომისა, ვხედავთ ფეხის დადებას ამ ადამიანების მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor