
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება კონვერტში უნდა ჩავდოთ, ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს გავუგზავნოთ, მათი კრიტიკა ცრუ და ყალბი იყო
სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება კონვერტში უნდა ჩავდოთ, ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს გავუგზავნოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვადასხვა სისტემაში ფეხის ჩადგმა უნდოდათ.
„ვეტინგს რატომ ითხოვდნენ? ნამდვილი მიზეზი რა იყო, ამას კარგად ვხედავთ უკრაინაში. რეალური მიზეზი, რატომაც სხვადასხვა სისტემაში ფეხის ჩადგმა უნდოდათ, იყო, რომ კონტროლი მოეპოვებინათ, მათ შორის სასამართლო სისტემაზე, თუმცა ფორმალურად ამბობდნენ, რომ მოსამართლეების არჩევის სისტემა გამართული არ იყო. მოსამართლის დანიშვნის მთელი ეს პროცედურა სტრასბურგის სასამართლომ სასამართლო კონტროლში გაატარა და რაც მანამდე, ელჩებისგან, ევროპარლამენტარებისგან მოსმენილი გვქონდა, ტყუილი იყო, ხოლო ქართული სისტემა გამართული იყო და ამას ვეტინგი და ხელოვნური სისტემები არ სჭირდება. მათი კრიტიკა კი, იყო ცრუ და ყალბი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ“, ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა.





