• September

    17

    2025
  • 48
  • 0
შალვა პაპუაშვილი – უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს, ჯანდაბას, თბილისი ჰაერში აიწიოს, ოღონდ მიზნებს მივაღწიოთო, რას გადაგვეკიდნენ? საქართველოს ომში ჩათრევას შეეშვან

შალვა პაპუაშვილი – უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს, ჯანდაბას, თბილისი ჰაერში აიწიოს, ოღონდ მიზნებს მივაღწიოთო, რას გადაგვეკიდნენ? საქართველოს ომში ჩათრევას შეეშვან

უკრაინის სპეცსამსახურებმა ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს, რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ, იომონ, საქართველოს ჩათრევას შეეშვან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე.

„პირველი შემთხვევა არ არის, როცა არჩევნების წინ, უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობით საქართველოში სხვადასხვა ოპერაცია ხორციელდება. დადასტურდა, რომ 2017 წელს გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. 2021 წლის არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს. შეგახსენებთ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის წინა ფაქტს, რომელიც ასევე აღმოაჩინეს ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოებმა და ამ ფაქტსაც, რომელიც არჩევნების წინ ხდება. შემეძლო, მეკითხა იმ გვარით ქართველებისთვის, რომლებსაც ზელენსკი უნდათ საქართველოს პრეზიდენტად – უცხო ქვეყნის სპეცსამსახური ასეთ რამეს როცა აკეთებს და ცდილობს არევას, დამხობას, ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოაქვს, ზელენსკის განდიდებას ისევ აპირებენ? მათგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზეა გადასული ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. ამ ყველაფერს ხმამაღლა არ ვამბობთ, არ ვსაყვედურობთ და არ ვსაუბრობთ, მაგრამ ასეთ საქმეებს რომ აკეთებენ, რაიმე მეგობრობაში ჯდება? იმაზე აღარ ვსაუბრობ, თავის ომში როგორ გვითრევდნენ და უნდოდათ, რუსეთთან ესკალაციაში შევსულიყავით. ამ ყველაფრის შემდეგ ქართული გვარების მქონე ადამიანები ზელენსკის განდიდებით რომ არიან დაკავებული, ამიტომ არიან უსამშობლოები. როგორ შეგიძლია, სამშობლო გიყვარდეს და ამაზე ხმას არ იღებდე? ვინც დაკავებულია, ამბობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთში გასატანად იყო გამიზნული, თუმცა რა ვიცით? ავლაბარში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება მიდიოდა, რუსეთი არ არის. ვთქვათ, დავიჯერეთ ეს ვერსია, რომ რუსეთში უნდა გაეტანათ და სპეცსამსახურები არაფერს გვერჩოდა, 2,4 კგ „ჰექსოგენი“ რას ნიშნავს, დაგუგლეთ და გაიგებთ. თვითმფრინავში დეზადორს ან სანთებელას არ აგატანინებენ, რომ არ აფეთქდეს. 2,4 „ჰექსოგენი“ ავლაბარში რომ იქნებოდა, ხომ შეიძლებოდა, რაღაც მომხდარიყო, შეიძლება, ეს ნივთიერება რაღაც ზემოქმედების შედეგად აფეთქდეს ან ტრაილერი გადაბრუნებულიყო და აფეთქებულიყო, მთელ ავლაბარს ცაში აიტანდა. ამას უკრაინის სპეცსამსახურები გვიკეთებდნენ. ამას შეგუებული იყო უკრაინის სპეცსამსახური, სადაც ქართველი მუშაობს, ლორთქიფანიძე. ისტორიაში ყორღანაშვილები რომ გვსმენია, ასეთი ქართველები იყვნენ. სისხლით ქართველი და თავისი არსით ანტიქართველია. ამას გეგმავდა და ეგუებოდა, რომ შეიძლება აფეთქდეს, მაგრამ ჯანდაბას, ავლაბარი და თბილისი ჰაერში აიწიოს, ოღონდ მიზნებს მივაღწიოთო. ოღონდ რუსეთს ზიანი მიაყენონ და ქართველ ბავშვებს, ქალებს ჯანდაბამდე გზა ჰქონოდათ, აქ რომ აფეთქებულიყო? მათ ჩვენი დაზიანება არაერთხელ მოინდომეს და, საბედნიეროდ, ქართული სპეცსამსხურები უფრო ფხიზელი, ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ქართველი მოღალატე, იქ რომ უზით. მოღალატეს რომ გვერდით დაიყენებენ, ის მათაც უღალატებთ. თუნდაც რომ დავიჯეროთ, რუსეთში მიჰქონდათ, ჩვენ რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ, იომონ, საქართველოს ომში ჩათრევას შეეშვან. ჩვენ რომ ომი გვქონდა, არავინ ჩაგვითრევია და რისკის ქვეშ არავინ დაგვიყენებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor