• January

    28

    2025
  • 82
  • 0
შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ პოზიტიურ დინამიკას საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში.

უნგრეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნგრეთისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში შეძლო ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ენის შენარჩუნება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უნგრეთს შორის ძლიერ ისტორიულ და რელიგიურ კავშირებს, რაც ხელს უწყობს ერებს შორის ურთიერთგაგებას.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-უნგრეთის ურთიერთობები ვაჭრობისა და ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებებით. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობას.

საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველოს გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.

უნგრეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროპული მომავლისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები საპარლამენტო დელეგაციის უნგრეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. თანმხლები დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და „ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor